მსახიობი ედმონდ მინაშვილი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი როგოც ხელისუფლებაში, ასევე პრეზიდენტად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მოვიდა.
„არ მინდოდა მეთქვს რამე, თავს ვიკავებდი, მაგრამ ნიუსების და საშინელი სიუჟეტების გამო გადავწყვიტე დავწერო ორი სიტყვა...
ნუთუ პრეზიდენტს სხვა საქმე არ აქვს, გარდა ჭორების და ინტრიგების გავრცლებისა, მე მის ადგილას შემრცხვებოდა, გავწითლდებოდი და გადავდგებოდი, ბატონ მარგველაშვილს სიზმარშიც კი არ მოელანდებოდა პრეზიდენტობა, რომ არა „ქართული ოცნება" და მისი დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი!!!
მე კარგად მახსოვს მისი წინასაარჩევნო კამპანია, თითქმის ყველა შეხვედრა მე მიმყავდა სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში, კარგად მახსოვს მისი ყველა გამოსვლა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მარგვლაშვილი ასვეს და დასვეს პრეზიდენტის სკამზე, არც ერთ ამომრჩევლს არ მიუცია ხმა მისთვის წარსული ბიოგრაფიისა და მჭერმეტყველების, ან რაიმე ავტოტიტეტის გამო, არც არავინ იცნობდა, დამეთანხმებით. მას კი არ მისცა ამომრჩეველმა ხმა, ხმა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მისცა, ასევე ბატონ კახა კალაძეს, ბატონ დავით სერგენკოს და იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, ღირსეულად მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ დღესაც, ამაზე ვერავინ შემეკამათება, თითქმის ყველგან დაჰყვებოდა ბატონი კახა და ბატონი ბიძინა, წარდგენას უკეთებდნენ კაცს, რიმელსაც არავითარი რეიტინგი არ გააჩნდა როგორც პირობნებას, დღეს გამოდის პრეზიდენტის რანგში და სასაცილო ჭორებით იქცევს ხალხის ყურადღებას. მინდა მოგახსენოთ ერთი ისტორიული ფაქტის შესახებ-შინდისის გმირებზე, შინდისში ბატონმა კახა კალაძემ გმირებს საკუთარი სახსრებით აუგო ტაძარი, ისე რომ არავინ იცოდა, არც არასდროს უმაყია ამით, ისე ჩუმად და მოკრძალებულად გააკეთა ეს საშვილთაშვილო საქმე. ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის, მარჯვენა ხელით რომ გააკეთებ სიკეთეს, მარცხენამ არ უნდა იცოდეს, ზუსტად ასე გაკეთა ბატონმა კახამ!!! და მე მინდა, გადავუხადო ყველა დაღუპული გმირის ოჯახის სახელით უსაზღვროდ დიდი მადლობა ამ სიკეთისათვის!!! ეს კიდე ზღვაში წვეთია იმ სიკეთეებს შორის, რასაც ყოველდღიურად აკეთებს, ფილმების დასრულებაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ბატონ კახას, "შინდისის გმირებს" და "რუსული დერეფანი"-ს ვგულისხმობ....
აი რაც შეეხება პრეზიდენტს, არც ტაძრის მშენებლობაში მიუღია მონაწილეობა, არც ფილმის დასრულებაში, არც ბრინჯაოს მონუმენტის აგების პროცესს გამოეხმაურა... რომელიც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ეძღვნება, უამრავჯერ მივწერეთ წერილი, დაღუპული გმირების ოჯახებმაც ცალკე თხოვეს, არაერთხელ მივიდნენ მის "სასახლესთან" შესახვედრად, მაგრამ უარით გამოისტუმრა და ქვეყნის მთავარსარდალი კი ჰქვია, ვიცი ამაყად მიიტანს ხოლმე აგვისტოს გლოვის კვირეულში გვირგვინს და დიდი მჭერმეტყველებით მისცემს ინტერვიუს იმ გმირების დაღვრილი სისხლით გაჟღენთილ მიწაზე, სინამდვილეში მათი სახელის უკვდავსაყოფად ერთი აგურიც არ დაუდია, მიუხედვად დიდი ხვეწნა-მუდრისა. კიდევ ვიმეორებ, მე მის ადგილას ავდგებოდი, გავწითდებოდი, თავს დავხრიდი და გადავდგებოდი!!!"- აღნიშნავს მინაშვილი.