logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავეს
- +

4 ოქტომბერი. 2021. 14:06

 

 

 

„მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის გამო კიდევ ორი პირია დაკავებული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

 

მისი ინფორმაციით, დაკავებულების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

„დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner