logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: ბიძინას კარფურში, ბურჭულაძეს უგროვებენ ფულს და თან ჩვენს ფულს...
- +

27 ივლისი. 2016. 03:35


 

„ვზივარ ჩემთვის, წყნარად, სრულ იდილიაში. ჩემი მეგობარი მირეკავს, არც გამარჯობა, არც მოკითხვა, პულიმიოტის ტყვიებივით მომაყარა სიტყვები, გული გადამიქანდა, რაღაც ფარცაკია-მეთქი...

 

ბევრი იყვირა და ენერგია გამოცლილმა (ნუ, ამასობაში, მე რომ წამართვა სულ ცოტა ერთი წლის სიცოცხლე, ზუსტად ვიცი) როგორ იქნა გამაგებინა რა უნდოდა:

 

- გიჟი გამოვედი "კარფურიდან", სალაროსთან თავგადასავალი გადამხდაა, გულზე ვარ გამსკდარი... მოკლედ, სალაროსთან რომ მივედი, ჩემს წინ ერთი მოხუცი ქალი იდგა. მოლარე ეუბნება, ქალბატონო ხურდა უნდა მოგცეთ 20 თეთრი, მაგრამ არ გინდათ ბავშვთა ფონდში გადარიცხოთ? მოხუცი ყოყმანობდა, მაგრამ მოლარემ ვიდრე არ დაითანხმა, მანამ უმეორებდა "არ გინდათ გადარიცხოთ?" მოერიდა მოხუცს და დათანხმდა. ჩემი რიგი მოვიდა და ხურდა 4 თეთრი მიწევდა. იგივე კითხვა დამისვა მეც. ვეკითხები ეს ფონდი "იავნანას ფონდია", დამეთანხმა. არ მინდა, არ გადავრიცხავ-მეთქი და უკვე გადავრიცხეო, - მეუბნება მოლარე და თან მიცინის. მე იქ ამბავი ავტერხეეეე... კატეგორიულად ვითხოვდი ჩემს 4 თეთრს, ვიღაც გამოიძახეს და იმ უნამუსომ მითხრა როგორც გვინდა ისე განვკარგავთ ჩვენს ფულს თქვენ ვინ გეკითხებათ ამ რაღაც 4 თეთრს სად გადავრიცხავთო... გაიგე, შენა? 4 თეთრი რაღაც ყოფილა და თან "იმათი" ჩემი - არააააა... გადავირიე, ბიძინას კარფურში ბურჭულაძეს უგროვებენ ფულს და თან ჩვენს ფულს...

 

რა მეთქვა? ვერც ვერაფერი ვუთხარი "რუსთაველი მკვდარია"...

 

 

.. თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება ამბის სისწორეში და "კარფურამდე" ვერ მივა გადასამოწმებლად, მივცემ ჩემი მეგობრის ტელეფონის ნომერს და პასუხისმგებელი არ ვარ თუ შეგაგინებთ..."- წერს მეფარიშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner