„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეს მიმართავს.
„მამუკა ხაზარაძე, კარგად მომისმინე!
30 მილიონს რომ დახარჯავ!
3 ტელევიზია შენს პიარზე რომ იმუშავებს!
მარტო რეკლამაში 3 მილიონს რომ გადაყრი!
და მიუხედავად ამისა, 2%-ს რომ აიღებ - ხომ უნდა მიხვდე, რომ მევახშეები ანუ შენნაირები ხალხს ჭირის დღესავით სძულს და ვერც მარჯანიშვილზე გიტარით სირბილი, ვერც მილიონები ვერ გიშველის!
საბედნიეროდ, ასეთია „მევახშის ბედი“ საქართველოში!
არჩევნებში ფულის ყრას - წართმეული ბინები დაუბრუნე ხალხს - დამიჯერე, ასე აჯობებს!
შემდეგ გინდა ძიძად იმუშავე და გინდა კერძო ბაგა-ბაღი გახსენი“, - წერს ბრეგაძე.