logo_geo
eng_logo
„აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია... მოგებას არ ველოდებოდი...“ - გაიცანით გოგო, რომელმაც ლატარია „აიცერი და მოიგეში“ 10 000 ლარი მოიგო
- +

4 ოქტომბერი. 2021. 17:18

 

 

 

13 სექტემბრიდან ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით ლატარია დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც მიმდინარე წლის 13 სექტემბრამდე აცრილი მოქალაქეები, ასევე 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი პირებიც.

 

კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის ფულად ჯილდოებს ლატარიის კომპანია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წლის ბოლომდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად გაათამაშებს. ყოველდღე 100 და 500 ლარი გათამაშდება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ჯამური საპრიზო ფონდი კი, 2 მლნ 800 ათასი ლარია.

 

ლატარიას უკვე რამდენიმე გამარჯვებული ჰყავს. ერთ-ერთ მათგანი ბათუმელი, 25 წლის ხათუნა მელიქიშვილია, რომელმაც 10 000 ლარი მოიგო.

 

როგორც ხათუნამ „დაიჯესტს“ განუცხადა, ის „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრა.

 

„აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, არც კი მიფიქრია რაიმე უარყოფითზე. თავიდანვე, როდესაც ვაქცინა შეიქმნა, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ავიცრებოდი.

 

ლატარიის შესახებ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გავიგე.

 

რაც შეეხება, მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არა აქვთ გადაწყვეტილი აცრა, ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეთ, პირადად მე, აცრის გაკეთების შემდეგ, უკურეაქცია არ მქონია.

 

ვფიქრობ, რომ ემოციას არ უნდა აჰყვე და ყველაფერი კარგად იქნება.

 

10 000 ლარი მოვიგე, რასაც არ ველოდებოდი და ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, რაში დავხარჯავ მოგებულ თანხას“, - ამბობს „დაიჯესტთან“ საუბრისას ხათუნა მელიქიშვილი.

 

ინფორმაციისთვის, ლატარიის გათამაშებები ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge-ზე მიმდინარეობს, თუ გაგიმართლათ და თქვენმა ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენ შემდგომში მონაწილეობას მიიღებთ შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს გაიმართება და 100 000 ლარი გათამაშდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner