ექსპერტი ნიკოლეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიმართვას ეხმიანება, სადაც იგი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“„ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა და ქვეყანას წარსულში აბრუნებს.
„გახარია თუ გამოვიდა და კიდე „ოცნებას“ დაუწყო - „ნაცებს“ აცოცხლებთო, სულ პანღურით უნდა გააგდო იმ ბრიფინგიდან“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ.