logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: არავითარი პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში არ არის, არის მუდმივი მღელვარება, რომლის შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობაა“
- +

4 ოქტომბერი. 2021. 20:21

 

 

„არავითარი პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში არ არის. ჩვენს ქვეყანაში არის მუდმივი მღელვარება, რომლის ავტორი და შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობაა“. ბოდიშს ვერ მოვუხდით ვერავის, თუკი „ქართული ოცნება“ ბრძოლის სადარაჯოზე დგას“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

წულუკიანს არ მიაჩნია, რომ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების გამო დასაძრახია.

 

„არც იმ შენიშვნას არავისგან მივიღებ, რომ ქვეყანაში პოლარიზაციაა. პოლარიზაცია ქვეყანაში არ არის. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ყოველდღიურ რეჟიმში თავიდან ვიცილებთ უბედურებებს, რომელსაც ჩაიფიქრებს და გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ ამას გულისხმობდა ირაკლი კობახიძე, როდესაც თქვა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის პრობლემა და გამოწვევაა“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

მან ასევე ისაუბრა მათი ხელისუფლების პირობებში ახალი საარჩევნო ბარიერის დაწესების შესახებ, რომლის არ არსებობის შემთხვევაში კახა კალაძე დღეს უკვე არჩეული თბილისის მერი იქნებოდა.

 

„ასეთი ერთ-ერთი „დემოკრატიული დიალოგი“ მახსენდება NDI-ს ოფისში, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაშალა ეს დიალოგი და თქვა, რომ მას არ აწყობდა არჩევნებში 50%-იანი ბარიერი. მიუხედავად ამისა, მაშინდელი NDI-სა და სხვა მეგობრების მიერ ისინი შერაცხილი იყვნენ „დემოკრატიის შუქურად“. ეს არის ის, რაც მე მახსოვს და რომ ვადარებ, მიკვირს. შესაბამისად, არავითარი პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში არ არის. ჩვენს ქვეყანაში არის მუდმივი მღელვარება, რომლის ავტორი და შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობაა“. ბოდიშს ვერ მოვუხდით ვერავის, თუკი „ქართული ოცნება“ ბრძოლის სადარაჯოზე დგას, იბრძვის და თავს არ ისულელებს, თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner