„თუ ვაქცინაცია ასე გაგრძელდა, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ, დღეში 4 ათასი აცრილი ადამიანი ძალიან ცოტაა“, - ამის შესახებ პროფესორმა, ექიმმა თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ვაკვირდები და ბოლო პერიოდში რეკომენდაციების დაცვა აღარ ხდება, სამწუხაროდ ძალიან მალე გვავიწყდება უახლოესი წარსული, ამიტომ თუ ახლა, სასწრაფო წესით არ ვიმოქმედებთ და რეკომენდაციებს არ დავიცავთ და ვაქცინაციას არ გავზრდით, შედეგი უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, რაც არ იქნება სასიამოვნო“, - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.