„ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ბოროტებასთან, მოძალადე პოლიტიკურ ლიდერებთან და მოღალატეებთან. მოღალატეები ჩამოვიტოვეთ და ახლა „ნაცმოძრაობასთან“ და მათ ლიდერებთან მოგვიწევს ბრძოლა და შეუძლებელია, ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით არ დამთავრდეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს.
„შეუძლებელია ქართულმა საზოგადოებამ სწორი არჩევანი ვერ გააკეთოს სიკეთეს და ბოროტებას შორის, საქმეს და ფასადურ ცვლილებებს შორის, სიმართლესა და ტყუილს შორის - ეს წარმოუდგენელია, აქედან გამომდინარე ვართ ჩვენ დარწმუნებული მეორე ტურში გამარჯვებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.