„სააკაშვილს ურჩევნია თავისი დღეები ითვალოს შემდეგი 6 წლის განმავლობაში. ეს არის მისი განაჩენი, ის განაჩენი, რომელიც მას გამოუტანა ქართულმა ქართულმა საზოგადოებამ უამრავი დანაშაულისთვის რომელიც მან 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„9 წლის განმავლობაში, როდესაც ის (მიხეილ სააკაშვილი ) უკვე იყო ოპოზიციის ლიდერი, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული საზოგადოების წინაშე. მთელი 18 წლის განმავლობაში ის ამ ქვეყანას მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. დღეს, როდესაც ის არის ციხეში, ჩვენი ქვეყანა დაისვენებს და მშვიდად განვითარების საშუალება ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.