პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე დაიკითხა. ბრეგაძის ინფორმაციით, მისი დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
„ახლა გამოვედი დაკითხვიდან! ღმერთმა დაგლოცოთ! არცერთი ნაბიჯი უკან!- აღნიშნავს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რომ პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე დაკითხვაზე იმყოფება. კუპრავასა და ბრეგაძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ტვ პირველის" შენობიდან გასვლის შემდეგ მოხდა.
ფიზიკური შეხლა-შემოხლა "პირველში" სატელევიზიო ეთერის დასრულების და შენობიდან გასვლის შემდეგ მოხდა.