logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: შალიკოს ფანჩატურში რომ დაჯდები, მოსახლეობა იმ ადგილს მიგიჩენს, როგორც იყო აქამდე
- +

4 ოქტომბერი. 2021. 23:59

 

 

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იქნება თუ საზღვარგარეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ 30%-ზე მეტი მხარდაჭერა ვერ ექნება.

 

„რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა 30% აქვს, გინდ ჩამოვიდეს გინდ არა, გინდ შიგნით იყოს გინდ გარეთ არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივი 30% აქვთ. ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ ადამიანების მობილიზება, მათ შორის რეგიონებში, ვერ მოვახერხეთ გარკვეული ხარვეზების გამო. მაგალითად, სამეგრელოში პრობლემები გვაქვს იმიტომ, რომ რაღაც არასწორად გაკეთდა ბევრი რაღაც, ამას ალალად გეუბნებით“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა „ჭკუა უნდა ისწავლონ“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აღარ უნდა „აითქვიფონ“.

 

„მე უფრო გამიხარდებოდა, რომ დისკუსია და კამათი გვქონდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ რეალობაა ეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია დღემდე არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს მომწონს თუ არ მომწონს, ფაქტია. მე ვისურვებდი, რომ პატარა პარტიები გაძლიერდნენ, მაგრამ უნდა გაძლიერდნენ არა იმით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს დაუსხდნენ გვერდით, არა, თავიანთი ხედვით, თავიანთი პროგრამით, თავიანთი პრინციპული პოზიციით უნდა გაძლიერდნენ. აბა, რომ აითქვიფნენ და რომ დაჯდები შალიკოს ფანჩატურში, მოსახლეობა ზუსტად იმ ადგილს მიგიჩენს როგორც იყო აქამდე. ამაზე ალბათ ყველამ უნდა ვისწავლოთ ჭკუა, მათ შორის პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ არ შეიძლება აღრევა ამ მწვალებელთა პარტიასთან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner