logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ყოფილი პრეზიდენტი, ამიტომ, ეს სპეცოპერაცია ვითარდებოდა განსაკუთრებულ საიდუმლო რეჟიმში
- +

5 ოქტომბერი. 2021. 01:19

 

 

„იმ დილით, როდესაც ეს კადრები გაჟღერდა, ჩემი ტელეფონი „აფეთქდა“ და მივხვდი, რომ ის პირველადი ეფექტი, რომელსაც ელოდა მიხეილ სააკაშვილი, ამ ვიდეოს გავრცელებით, ნაწილობრივ მიაღწია“, - ამის შესახებ ანალტიკოსმა  დავით ქართველიშვილმა  for.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.  

 

„ბათუმის ღამის კადრების გავრცელებას რაც შეეხება, პირადად მე, მის ავთენტურობაში ეჭვი მეპარება. იმიტომ მეპარება ეჭვი, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის. რატომღაც, ჩვენ, ყველანი, 5 წუთში, პათანატომები, ინფექციონისტები, სასამამართლო ექსპერტები ვხდებით, რადგან გვინდა ყველაფერი ვიცოდეთ და არ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. ჩვენ მეორე თვეა ვლაპარაკობთ ფარული მოსმენების ფაილებზე, მაშინ, როდესაც არც ერთი საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილი არ არის, რომ რომელიმე ტელეარხის მეშვეობით ე.წ. აუდიო-ფაილი, „ზეტი“, ან მისი ქაღალდზე გადმოტანილი შინაარსი არის ავთენტიკური, ეკუთვნის თუ არა კონკრეტული ოპერ-თანამშრომლის ნახელავს და ა.შ. ამიტომ, ასეთი კომენტარის გაკეთება ნამდვილად არ შემიძლია.

 

მეორე საკითხია - ნაწილობრივი ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის ერთ-ერთი ნაწილი იყო პირველ რიგში, იმ დილით, როდესაც ეს კადრები გაჟღერდა, ჩემი ტელეფონი „აფეთქდა“ და მივხვდი, რომ ის პირველადი ეფექტი, რომელსაც ელოდა მიხეილ სააკაშვილი, ამ ვიდეოს გავრცელებით, ნაწილობრივ მიაღწია. ადამიანებში დაისადგურა პანიკამ, რომ სააკაშვილი კოლონებით მიემართება თბილისში, რუსთაველზე იმისთვის, რომ 3 ოქტომბერს ახალი რევოლუცია მოაწყოს და ა.შ. მით უმეტეს კითხვები გაჩნდა, იგი მართლა შემოსული იყო თუ არა? ამის პარალელულად, მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. სპეცსამსახური კი ვალდებული არ არის, ამ სპეცოპერაციის დეტალები გაამჟღავნოს, მით უმეტეს პრეზიდენტთან მიმართებაში. ეს არ არის უბრალო ძებნილი, ან ციხიდან გამოქცეული ადამიანის დაჭერის სპეცოპერაცია, ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიოში ცნობილი კაცია. ამიტომ, ეს სპეცოპერაცია ვითარდებოდა განსაკუთრებულ საიდუმლო რეჟიმში. ამ საიდუმლო რეჟიმით საჭირო იყო მე და პირველ რიგში, პარტიის ლიდერებს დაეწყნარებინათ პანიკაში მყოფი მოსახლეობა, რომ ეს ეფექტი, რომლის მიღწევაც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, გაენაიტრალებინა.

 

მესამე - იმ ძალის მოლოდინები, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ მათმა ბელადმა უკანონოდ გადალახა ქვეყნის საზღვარი, ფუჭი მიმართულებით წარმართულიყო. თუ გნებავთ, დაგვემტკიებინა, რომ ტყემლის ხეზე ვართ ასული და ბალს ვეძებთ, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ ფონის შექმნის ქვეშ, სპეცსასახურებს ჰქონოდათ საშუალება, თავიანთი საქმე მშვიდობიან რეჟიმში ეკეთებინათ და მათ ეს საბოლოო ჯამში განახორციელეს“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner