„მეორე ტურში, ყველა შემთხვევაში, კალაძე გაიმარჯვებს და დიდი ალბათობით, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, გაიმარჯვებს ოპოზიცია, ეს შეიძლება ერთ-ორ ოლქში. დანარჩენ ოლქებსა და თბილისში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება”, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „for.ge“-სთან განაცხადა.
„გახარიას ამომრჩეველი მიბრუნდება ისევ კალაძესთან და „ოცნებასთან,“ ის არ წავა მელიასთან. არა მარტო გახარიას ამომრჩეველი, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციის ამომრჩეველი, წვრილი პარტიების ამომრჩეველი. ამ შემთხვევაში კალაძე უპირობოდ იქნება გამარჯვებული მეორე ტურში“, - აღნიშნა ძაბირაძემ.