logo_geo
eng_logo
გიორგი პაპუაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული
- +

27 ივლისი. 2016. 10:00


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დღეს, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.


პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, პაპუაშვილს შესაბამისი უწყება უკვე გაეგზავნა.


მისივე განმარტებით პაპუაშვილი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია მთავარ პროკურატურაში.  


ამასთან, პაპუაშვილის გარდა პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner