„მის [მიხეილ სააკაშვილის] დაპატიმრებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. მას, დიდი ალბათობით, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა არ ექნება. საპროტესტო აქციები შეიძლება დაიწყოს, მაგრამ ეს აქციები არ იქნება ისეთი მასშტაბის, რომ მან რაღაც შედეგი გამოიღოს“, - განუცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „for.ge“-ს.
„ხელისუფლების ერთადერთი ნაბიჯია, თუ ამას მოინდომებს, აქციების ხარჯზე კი არა, უკრაინის მოთხოვნის ხარჯზე გააბრუნოს სააკაშვილი უკრაინაში, მაშინ ეს ამყარებს ეჭვს, ხომ არ იყო ეს გარიგების შედეგი, მისი ჩამოსვლაც და ისიც, რომ ის უკრაინას გადასცა უკან - წინასწარ ხომ არ იყო შეთანხმებული? სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა მისთვის რთული იქნება“, - განაცხადა ძაბირაძემ.