logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
- +

5 ოქტომბერი. 2021. 10:25

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

 

ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა, კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისრაელის და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები.

 

2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner