logo_geo
eng_logo
პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
- +

5 ოქტომბერი. 2021. 10:39

 

პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

 

ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უკვე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას მანდატი შეუწყდეს.

 

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე კი პარლამენტს მიმართავს, ეს არ გააკეთონ. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ნიკა მელიამ თავად მიმართა.

 

პლენარული სხდომა პარლამენტში 12 საათზე იწყება. მანამდე 1 საათით ადრე, ბიუროს სხდომას წარედგინება 2022 წლის სახელწიფო ბიუჯეტის პროექტიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner