საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 485 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ამასთან, 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი, გარდაიცვალა 30.