logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 106-მა ადამიანმა გაიკეთა
- +

5 ოქტომბერი. 2021. 10:48

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 106-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 826 786 აცრა გაკეთდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 621 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 593 153, გარდაიცვალა 9 110 პაციენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner