Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 106-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 826 786 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 621 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 593 153, გარდაიცვალა 9 110 პაციენტი.