logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
- +

5 ოქტომბერი. 2021. 11:21

 

რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის, ზურაბ და შალვა წოწორიებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

 

დაკავებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ. ზურაბ და შალვა წოწორიებს მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავებიან.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში საკუთარი ავტომანქანით მიიყვანეს. მამა-შვილი ფოთის პორტის თანამშრომლები არიან.

 

რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, მას პატიმრობა უკვე შეეფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner