logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: გამარჯვების მყარი პერსპექტივა გვაქვს უკლებლივ ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური გაიმართება
- +

5 ოქტომბერი. 2021. 11:31

 

„გამარჯვების მყარი პერსპექტივა გვაქვს უკლებლივ ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური გაიმართება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„გვაქვს რეალური გარანტიაც, რადგან ვიცით განწყობები, დამოკიდებულებები და ის მოცემულობა, რომელიც იარსებებს მეორე ტურის წინ. მგონია, რომ ადრე თუ გვიან მცირე პარტიების პოზიციებიც არ იქნება ისეთი, როგორი მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ კანდიდატს ამ 20 მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური იმართება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner