თინა კანდელაკი საკუთარ ბლოგში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს.
„როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის სახელობის შაპიტო? ექსპრეზიდენტი საქართველოში სატვირთო მანქანის სავენტილაციო კაბინით ჩავიდა და თავისუფლებაზე მთელი 4 დღე გაატარა. როგორც ჩანს, ვარდების ფურცლებს ეძებდა ახალი რევოლუციისთვის. მას არავინ დახვედრია, არც მრავალათასიანი დემონსტრაციები ყოფილა მის მხარდასაჭერად. არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და ოპოზიციამ, რომელსაც ასე უჭერდა მხარს სააკაშვილი, გამარჯვება ევრ შეძლო.
ამ დღეების განმავლობაში, რომელიც სააკაშვილმა ციხეში გაატარა, გისოსებს მიღმა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხმის გაგონება შეეძლო, რომლებმაც სულ ცოტა ხანი იხმაურეს და დაიშალნენ.
ოპოზიცია, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს უჭერს მხარს, ფაქტობრივად, ამართლებს ყველა მის ქმედებას, რომლებიც ქვეყნის ხელმძღვანელობისას ჩაიდინა. ომს, შანტაჟს, კორუფციას და ძალადობას ოპონენტებზე. ამ ფონზე ექვსი წელი, რომელიც მას განაჩენად აქვს გამოტანილი, ძალიან მცირე სასჯელად გამოიყურება.
მე ვაცნობიერებ, რომ ოპოზიციას სურს, ძალაუფლება ნებისმიერი ფასით ჩაიგდოს ხელში, მაგრამ ადამიანების მეხსიერება არ არის ასეთი მოკლე, როგორც მოქმედი ხელისუფლების ოპონენტებს სურთ.
ვლადიმერ ზელენსკი უკვე შეშფოთდა „უკრაინის მოქალაქის“ ბედით. ეჭვი არ მეპარება, რომ იქნება ევროსაბჭოსა და ამერიკის მხრიდან ზეწოლა, საკუთარი აქტივი, როგორიც უნდა იყოს ის, უნდა დაიცვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ჯანსაღმა ძალებმა არ უნდა მისცენ პროვოკატორებს ახალი პროტესტების დაწყების საშუალება.
სააკაშვილი უნდა იჯდეს. რადგან თავის ბედისწერასთან შესახვედრად ჩავიდა, მისი არც ერთი მოლოდინი არ უნდა გამართლდეს. მისი დანაშაულებების გამოსყიდვა შეუძლებელია. ის ვერ გამოსწორდება. სააკაშვილი – დამნაშავეა და გამოხატული გადახრები აქვს ფსიქიკიდან, ამიტომაც ჯილდომ თავისი გმირი უნდა იპოვოს.
სააკაშვილი ციხიდან არ უნდა გამოვიდეს. ის უნდა იყოს საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მიმართ ამერიკის პოლიტიკის იდიოტიზმის სიმბოლო, როდესაც თავიანთი დაუფიქრებელი დანიშვნებით მთელ ქვეყნებს აყენებენ ზიანს.
ყველა სხვა სახელმწიფოსა და მათი მოქალაქეების თაობებს სააკაშვილმა მაგალითი მისცა, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა პროვოკატორების არჩევამ საკუთარ ლიდერებად. ეს არის არჩევანი, რომლის გაკეთებაც არაფრით შეიძლება“.