logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დღეს შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ
- +

5 ოქტომბერი. 2021. 11:58

 

„საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ადგილობრივი არჩევნების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეფასებას გამოეხმაურა. „შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს, რომ აღიაროს არჩევნების შედეგები, გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში არიან და პროცესებში ჩაერთონ, როგორც ოპოზიცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ.

 

„შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს, რომ აღიაროს არჩევნების შედეგები, გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში არიან და პროცესებში ჩაერთონ, როგორც ოპოზიცია. შედეგი რეფორმების განხორციელება სწორედ ამას გულისხმობს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ ერთგული ვართ დემოკრატიული რეფორმების, ჩავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა. დღეს შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც შარლ მიშელი Twitter-ზე წერს, ახლა გადამწყვეტია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner