logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ისეთი განცხადებები კეთდება, რომ მგონი, არ იციან, რომ მელიამ თავად მოგვმართა
- +

5 ოქტომბერი. 2021. 12:53

 

„ოპოზიციაში ისეთი განცხადებები კეთდება, რომ მგონი, არ იციან, რომ მელიამ თავად მოგვმართა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. ხაზგასმით ვამბობ; მისივე განცხადებისა და თხოვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, პირველივე საკითხად, იმსჯელოს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

 

მისივე თქმით, თუ ნიკა მელიამ გადაწყვეტილება გადაიფიქრა, შეუძლია, დარჩენილი დრო გამოიყენოს და საკანონმდებლო ორგანოს ახალი განცხადებით მიმართოს.

 

„თუ ძალიან არ უნდა პარლამენტიდან გასვლა, რამდენიმე საათი რჩება და შეუძლია, მოგვმართოს, უკან გაითხოვოს თავისივე განცხადება. ამაზეც ვიმსჯელებთ, მაგრამ რეგლამენტი გვავალდებულებს, რომ პირველივე საკითხი იყოს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner