logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს - მიაყენა თუ არა ზიანი ალეკო ხოჯევანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს, ეს უნდა დადგინდეს
- +

5 ოქტომბერი. 2021. 12:53

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სავარაუდო ფარული ჩანაწერების შესახებ, დიპლომატებისა და დავით ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ, ელჩების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

„ინფორმაციებს შორის, რომელიც იყო გავრცელებული ოპოზიციური არხების მხრიდან, იყო ორი საუბარი, სადაც ორივე მხარეს იყო დიპლომატიური სექტორის წარმომადგენელი. ეს იყო თანაშემწე, მეორე USAID - ის წარმომადგენელი და ა.შ. ორი იყო ასეთი სავარაუდო საუბარი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ორი ფაქტი იყოს გამოძიებული. აქედან გამომდინარე, შეშფოთებას ბუნებრივია, აქვს საფუძველი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს - ალეკო ხოჯევანიშვილს კანონიერად ჰქონდა ასეთი ინფორმაცია მოპოვებული თუ უკანონოდ, ამას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, აქედან გამომდინარე გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ალეკო ხოჯევანიშვილმა მიაყენა თუ არა ზიანი დიპლომატიურ კორპუსს ეს უნდა დადგინდეს,"- განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner