logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: მეორე დღეა ქალაქ ოზურგეთში, გახარიას პარტიის წევრები კარდაკარ დადიან და მოუწოდებენ მოსახლეობას „ქართულ ოცნებას“ არ მისცენ ხმა
- +

5 ოქტომბერი. 2021. 13:15

 

„გვითხარით რა ღირს ასეთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში თქვენი ჩაბმა და პრემიერმინისტრობის მაღალი სტატუსიდან ასეთ არაკაცად ქცევა?!“ - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ პარტიის წევრები აგიტაციის დროს, ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ „ქართული ოცნების“ გარდა ნებისმიერ პარტიას დაუჭირონ მხარი.

 

„მეორე დღეა ქალაქ ოზურგეთში, გიორგი გახარიას პარტიის წევრები კარდაკარ დადიან და მოუწოდებენ მოსახლეობას „ქართულ ოცნებას“ არ მისცენ ხმა. ვციტირებ: „ქართული ოცნება“ დაივიწყეთ, ვისაც გინდათ იმათ, ოღონდ ამათ არა“. ეს არის სამარცხვინოზე სამარცხვინო საქციელი! ბატონო გიორგი გახარია, გვითხარით რა ღირს ასეთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში თქვენი ჩაბმა და პრემიერმინისტრობის მაღალი სტატუსიდან ასეთ არაკაცად ქცევა?! სამარცხვინოა!’’ - წერს facebook-ზე თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner