„მიხეილ სააკაშვილი არის სამარცხვინო, პათოლოგი ადამიანი, რომელსაც, ქვეყნის წინაშე, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელმაც ათი ათასობით ადამიანი გააუბედურა.“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, მოსახლეობას კარგად ახსოვს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები, რომელთა ჩამონათვალიც გრძელია.
„ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, მათი გაუპატიურება ციხეებში და ციხეებს გარეთ... ეს არის დადასტურებული ფაქტები და მისი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული. მისი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი დანაშაულია ბიზნესის ტოტალური რეკეტი. რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ჩაბარება - ესეც დადასტურებული დანაშაულია. ეს არის კონკრეტული დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილსა და მის რეჟიმს აქვს ჩადენილი. ლაპარაკი ვიღაცის პოლიტპატიმრობაზე, არის სპეკულაციაზე უფრო მეტი“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.