logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „Black Sea Arena“ საჩუქარია გურიისა და გურულებისათვის
- +

27 ივლისი. 2016. 10:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გურიაში  „Black sea arena"-ს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.


პრემიერის თქმით, ეს საჩუქარია გურიის და გურულებისთვის.




„შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა გახლდათ. გურიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა ეს გრანდიოზული პროექტი.

 

 ეს პროექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს, ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს.

 

ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასეთმა ხალხმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" - იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო, ქვეყნაში არსებული ვითარება შეეცვალა, მოეხდინა მნიშვნელოვანი  გარდატეხა. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ",-აღნიშნა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner