logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა
- +

5 ოქტომბერი. 2021. 16:42

 

„გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა“, - წერს სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე.

 

მისი თქმით, გახარია კიდევ ერთხელ გადაეფარა ნიკანორ მელიას.

 

„გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. ყველაფერი დღესავით ნათელია, უკვე მერამდენედ გადაეფარა გიორგი ნიკანორს. დაპატიმრებულ სააკაშვილს ებარებოდეთ“, - წერს facebook-ზე ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner