„გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა“, - წერს სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი თქმით, გახარია კიდევ ერთხელ გადაეფარა ნიკანორ მელიას.
„გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. ყველაფერი დღესავით ნათელია, უკვე მერამდენედ გადაეფარა გიორგი ნიკანორს. დაპატიმრებულ სააკაშვილს ებარებოდეთ“, - წერს facebook-ზე ბოჟაძე.