logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ მიშელის შეთანხმების გარეშეც მზად ვიყავით განგვეხილა ნებისმიერი რაციონალური წინადადება
- +

5 ოქტომბერი. 2021. 18:35

 

„ოპოზიცია აწარმოებდა საბოტაჟს და ამის საფუძველზე ჩვენ გავუწიეთ ქვეყანას ანგარიში და ხელი მოვაწერეთ 19 აპრილის შეთანხმებას, თუმცა მას რომ არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური საფუძველი, დღეს კარგად დაინახა ყველამ, იმიტომ რომ გავიმეორეთ ზუსტად ის შედეგი, რომელიც 2020 წელს გვქონდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ იყო ერთადერთი სწორი, დადასტურდა ამ არჩევნების შედეგებითაც. 19 აპრილის შეთანხმება იყო 6-თვიანი საბოტაჟის შედეგი. ოპოზიცია აწარმოებდა საბოტაჟს და ამის საფუძველზე ჩვენ გავუწიეთ ქვეყანას ანგარიში და ხელი მოვაწერეთ 19 აპრილის შეთანხმებას, თუმცა მას რომ არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური საფუძველი, დღეს კარგად დაინახა ყველამ, იმიტომ რომ გავიმეორეთ ზუსტად ის შედეგი, რომელიც 2020 წელს გვქონდა. შეთანხმება ანულირებულია, მაგრამ რაც შეეხება რეფორმებს, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ შეთანხმების გარეშეც მზად ვიყავით განგვეხილა ნებისმიერი რაციონალური წინადადება“, - აცხადებს კობახიძე.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც შარლ მიშელი Twitter-ზე წერს, ახლა გადამწყვეტია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner