logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ხომ არ ხდება ისე, რომ მოსამართლეებზე ვიღაც სხვა ახდენს მუქარას, თუნდაც ოდესიდან
- +

27 ივლისი. 2016. 10:46


„ხომ არ ხდება ისე, რომ მოსამართლეებზე ვიღაც სხვა ახდენს მუქარას თუნდაც ოდესიდან?", - ამ სიტყვებით აფასებს განცხადებებს მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი  „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში".


ვოლსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მის ხელთ არსებული მტკიცებულებები წარმოადგინოს.

 

„არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის" რა დავალება ჰქონდა პაპუაშვილს და რა ვერ შეასრულა. მაინტერესებს, როგორც მოქალაქეს, რა მასალა აქვთ ასეთი, რომლითაც შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე ზეწოლა განახორციელო. ხომ არ ხდება ისე, რომ ვიღაც სხვა ახდენს მუქარას, თუნდაც ოდესიდან, რომ ამხელა იმუნიტეტის მქონე მოსამართლეები შეშინდნენ და დადგნენ გარკვეულ პოზიციებზე? ეს თემა დღის წესრიგიდან შესაძლოა მოიხსნას მას შემდეგ, რაც გიორგი პაპუაშვილი დამადასტურებელ ფაქტებს წარმოადგენს, თუ მის მიმართ რაიმე კონკრეტული ხორციელდება", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner