ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ გურიის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდ ძალისხმევას დახარჯავს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს განათლების და დასაქმების მეტი შანსი ჰქონდეთ.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ რა სჭირდება გურიას. შემდგომი პერიოდის განმავლობაში ეს არის მეწარმეობის, ტურიზმის განვითარება.
რეგიონში გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ძალიან დიდ ძალისხმევას დავხარჯავ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ, რათა მიიღონ უკეთესი განათლება და რაც მთავარია, დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.