„საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს. როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდება, მას ვერ გაუშვებდნენ და დაკავება გარდაუვალი იყო“, - ამის შესახებ უკრაინის რადის წევრმა, გრიგორი მამკამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი, მიმართვის შემთხვევაში საქართველოს გადასაწყვეტია.
„საქართველოს ხელისუფლებამ, კანონის შესაბამისად, არაერთხელ მოითხოვა სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემა. უკრაინამ არაერთი მოტივი გამოიყენა და ეს არ გააკეთა. ამის პოლიტიკური ნება არ იყო. რეფორმების ცენტრი, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, ორ წელზე მეტია მუშაობდა და მათგან პარლამენტში არცერთი ინიციატივა არ შემოსულა. როგორ გახდა უკრაინის მოქალაქე? წაართვეს და მერე დაუბრუნეს. არც ამაზე იყო განმარტება. მე არ ვიცი როგორი პრეზიდენტი იყო სააკაშვილი საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ უკვე უკრაინის მოქალაქეზე ვლაპარაკობთ და რასაც ჩემი თვალით ვხედავ, უკრაინის და საქართველოს ხალხს უყვარს ერთმანეთი და ამ მეგობრობას ვერაფერი შეუშლის ხელს. რაც შეეხება გადმოცემას, თუ იქნება მიმართვა, მაშინ გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს და სხვა გავლენის მოხდება უკრაინას არ შეუძლია“, - განაცხადა მამკამ.