logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, ისინი ამბობდნენ რეფერენდუმიო - ერთიც მოვიგეთ და მეორეც
- +

5 ოქტომბერი. 2021. 23:44

 

„ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და რეფერენდუმის მოგონილი იდეა არის უბრალოდ ტყუილი, ისინი ამბობდნენ რეფერენდუმიო - ერთიც მოვიგეთ და მეორეც“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მისთვის გაუგებარია რას ზეიმობს ოპოზიცია.

 

„მათი დალაგებული მესიჯიდანაც კი რეფერენდუმის იდეა ითვალისწინებდა იმას, რომ შარლ მიშელის ანულირებულ, მაგრამ შეთანხმებაში ეწერა 43%-იანი ბარიერი, რა შემთხვევაშიც უნდა გამართულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აიღეთ 47%. ანუ რეფერენდუმიც მოვიგეთ. ანუ, თვითმმართველობის არჩევნებიც მოვიგეთ და მათივე დალაგებული „რეფერენდუმიც“ მოვიგეთ. რა ვიცი, რას ზეიმობენ?“ - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner