logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ფაქტორმა „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების მობილიზება მოახდინა, ჩვენ გავიმეორეთ წინა არჩევნების შედეგი
- +

6 ოქტომბერი. 2021. 00:06

 

„მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღეს, როცა ჯერ ერთი რამ ვუთხარით მოსახლეობას, რაც ვიცოდით, შემდეგ მეორე რამ აღმოჩნდა - ამან სერიოზული დაბნეულობა გამოიწვია ჩვენს ამომრჩეველში და საბოლოო ჯამში, ჩვენი გათვლებით თუ ვიმსჯელებთ, მაინც იმდენი ხმა მივიღეთ, რამდენიც მოსალოდნელი იყო სააკაშვილის დაკავების გარეშეც“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამავდროულად, სააკაშვილის ფაქტორის გამო „ნაცმოძრაობას“ დაახლოებით 50-60 ათასი ამომრჩეველი დაემატა.

 

„მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღეს, როცა ჯერ ერთი რამ ვუთხარით მოსახლეობას, რაც ვიცოდით, შემდეგ მეორე რამ აღმოჩნდა - ამან სერიოზული დაბნეულობა გამოიწვია ჩვენს ამომრჩეველში და საბოლოო ჯამში, ჩვენი გათვლებით თუ ვიმსჯელებთ, მაინც იმდენი ხმა მივიღეთ, რამდენიც მოსალოდნელი იყო სააკაშვილის დაკავების გარეშეც. რა მოხდა მეორე მხარეს? „ნაცმოძრაობას“ სულ მცირე 50-60 ათასი ამომრჩეველი დაემატა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მათი პროცენტი. თუმცა ეს იყო მათი მაქსიმუმი - ამის იქით, რაც არ უნდა ქნან, ისინი ვერ წავლენ. შესაბამისად, ამან გაზარდა ამომრჩევლების საერთო რაოდენობა და სხვა პარტიებს წაართვა პროცენტები. სააკაშვილის ფაქტორმა „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების მობილიზება მოახდინა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გავიმეორეთ წინა არჩევნების შედეგი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner