„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო გასროლა იყო, მათ მეტი სხვლა აღარ აქვთ. ეს მათი საბოლოო ჩამოშლის დასაწყისს ნიშნავს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ამის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ სრული ლუსტრაციის შემდეგ სხვა პარტიები პოლიტიკურ ველზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეძლებენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის უნდა შემოპარულიყო საქართველოში ისე, რომ ვერავის გაეგო. მისი დაკავება ვერ უნდა მომხდარიყო. სპეცოპერაცია იყო დაგეგმილი. მიხეილ სააკაშვილი არჩევნების დღეს ან უფრო არჩევნების დღის ბოლოს უნდა გამოჩენილიყო, რასაც უნდა გამოეწვია რევოლუციური მუხტი. დაგეგმილი ჰქონდათ პრაქტიკულად რევოლუცია, უდიდესი პროვოკაცია. უნდა დაეჯერებინათ საზოგადოებისთვის ვიდეოებით, სხვადასხვა საშუალებით, რომ ის იყო საქართველოში არჩევნების დღეს (და ასეც იყო), ამით მათი ამომრჩევლის მობილიზება უნდა მომხდარიყო და შემდეგ უკვე რევოლუციურ ტალღაზე უნდა აღმოცენებული სადღაც სოკოსავით ეს ადამიანი. ეს არ გამოვიდა, რადგან ქართველმა სამართალდამცველებმა იმოქმედეს ძალიან კარგად. იარაღში ბოლო ტყვია რომ გაქვს რაღაცისთვის გამიზნული, აი ეს ბოლო, უკანასკნელი, ყველაზე რისკიანი ტყვია გამოიყენეს და ისიც მიზანში ვერ გაარტყეს“, - განაცხადა მდინარაძემ.