logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლება არასოდეს წავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ამის სამართლებრივი მექანიზმი რომც არსებობდეს
- +

6 ოქტომბერი. 2021. 00:51

 

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ვინც არ უნდა ითხოვოს, რა მოცემულობაც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის საქართველოში“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდებულია და მის წინააღმდეგ რამდენიმე მიმდინარე საქმეც არის, მათ შორის საქმე საზღვრის უკანონო გადმოკვეთის თაობაზე.

 

„წარმოუდგენელია, შეუძლებელია {სააკაშვილის ექსტრადიცია ან გათავისუფლება}. საქართველოს ხელისუფლება არასოდეს წავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე რაიმე ფორმით, ამის სამართლებრივი მექანიზმი რომც არსებობდეს. იმიტომ რომ ეს ადამიანი იმ სისტემის ავანგარდში იყო, რომელიც ისეთ რაღაცებს აკეთებდა... არ მინდა, აღარ გადავღლი მაყურებელს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner