„ზოგიერთი მაკრიტიკებს ხელისუფლებას ზედმეტად უჭერ მხარსო!
ზედმეტად ვთვლი არა, მაგრამ ომია საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული და ჩემს მოვალეობად მიმაჩნია ამ ომში იმ ხელისუფლებას დავუჭირო მხარი, რომლის სათავეშიც დგას ქართველი კაცი ირაკლი ღარიბაშვილი!“, - ამის შესახებ ანალტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ უკვე შეუფარავ ომს აწარმოებენ!
თანადროულობის "მამულის, ენის, სარწმუნოების" გამყიდველები!
უკვე აშკარად იკვეთება, რომ ამ მანქურთებს აქ სურთ ე.წ. "პატარა მაიდანის" მოწყობა!
მე და ჩემს თაობას ასეთი ოპერეტა ნანახი გვაქვს ზუსტად 30 წლის წინ 1991წლის შემოდგომაზე, რომლის ავტორები დღესაც ცოცხლები არიან და ზოგიერთი მათგანი თავად და მათი შთამომავლებიც ახლაც ცდილობენ იგივეს გამეორებას!
ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ!
არა!
დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი საქართველო არც დაუშვებს!“, - წერს ანალიტიკოსი.