„მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და მისმა იზოლირებამ „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუწყო, შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილის მთელმა ვოიაჟმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“.
„არ ველოდები, რომ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდ ძალისხმევას გამოიჩენს იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდეს, თუმცა, არსებობს იმის ალბათობა, რომ შესაძლოა, უკრაინულმა მხარემ მეტი აქტივობა გამოიჩინოს, ვიდრე აქამდე იჩენდა“, - აღნიშნა ძაბირაძემ.