logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ასეთი მტერი, როგორიც იყო სააკაშვილი და მისი მომხრეები, ვფიქრობ, ამ ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია
- +

6 ოქტომბერი. 2021. 02:05

 

„მთელი ეს წლები მქონდა იმის მოლოდინი, რომ ოდესღაც დადგებოდა ეს დღე და სააკაშვილი წარდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებდა ყველა იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა განაცხადა.

 

„სააკაშვილი არის ყველა უბედურების შემოქმედი. დღემდე რომ ვერ ამოვისუნთქეთ და „ნაციონალებმა“ მშვიდად ცხოვრება არ დაგვაცადეს, ეს ყველაფერი მომდინარეობს სააკაშვილისგან. მისი სცენარით მიმდინარეობდა ეს პროცესები. ყოველთვის ვამბობდი, რომ ვიდრე ეს სააკაშვილი არ იქნებოდა ციხეში, ქვეყანას არ ექნებოდა სიმშვიდე. ის მუდმივად ცდილობდა, როგორღაც ქვეყანა აერია და ყველაფრისთვის შეეშალა ხელი. ასეთი მტერი, როგორიც იყო სააკაშვილი და მისი მომხრეები, ვფიქრობ, ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია. წარმოიდგინეთ, როგორია ამ სიტყვის გამოყენება პატიმრობასთან დაკავშირებით – მაგრამ ეს დიდი ბედნიერებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ბოლომდე მოიხდის იმას, რაც ეკუთვნის. 6 წელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას აქვს ჩადენილი“, – განაცხადა მეტრეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner