logo_geo
eng_logo
შალვა ნათელაშვილი გვარამიას და სააკაშვილს უპირისპირდება!
- +

6 ოქტომბერი. 2021. 02:35

 

„მოკლედ საცოდავია ეს ქვეყანა ასეთი პოზიცია ოპოზიციის ხელში“, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“მოკლედ ამ ეტაპზე ლეიბორისტული პარტიის მარტვილობა გამოიყურება ასე .ჩვენს მიერ ოპოზიციის გლობალურმა,უპრეცენდენტო კოორდინაციამ შეარყია მმართველი რეჟიმი,ქვეყანა გადავიდა პარტიულ-პროპორციულ სისტემაზე, განთავისუფლდნენ პოლიტ-პატიმრები, ბევრი ლიდერი თუ მასმედიის მმართველი გადაურჩა დაჭერას,ხოლო ოლიგარქიული რეჟიმი მოექცა საერთაშორისო წნეხში. ამის შემდეგ ამუშავდა მილიონები, გავლენის ყველა საშინაო და საერთაშორისო ბერკეტი და ოპოზიცია შეყარეს პარლამენტში რაზედაც ვერ დაითანხმეს,ვერ მოდრიკეს მხოლოდ ერთადერთი ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონა-მორჩილი. ამის შემდეგ მმართველი პარტიის და სხვა ოპოზიციის ინტერესები მოვიდა სრულ თანხვედრაში ჩვენს წინააღმდეგ ერთობლივად მიიღეს კანონი ლეიბორისტული პარტიის ფაქტობრივ აკრძალვაზე, სრულად ჩამოგვართვეს კომისიაში წევრები და წარმომადგენლები,სარეკლამო ლიმიტი და ბოლოს უმცირესი დაფინანსებაც. ბუნებრივია, რომ მმართველი და ე.წ მთავარი ოპოზიციური ძალა დღესაც გარიგდნენ ჩვენს სამაგალითო დასჯაზე.

 

ამ შეთქმულების ერთ-ერთი გამოკვეთილი კოორდინატორი როგორც იცით, იყო ნიკა გვარამია. თავად სააკაშვილს, რომ ბავშვობიდან ვძულვართ ალბათ, ეს იცით .მოკლედ საცოდავია ეს ქვეყანა ასეთი პოზიცია-ოპოზიციის ხელში. მას ძალიან მძიმე მომავალი ელოდება, რაზედაც მე პასუხისმგებლობას ვიხსნი და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ივანიშვილ-სააკაშვილ-ნარკოლობისტურ-ბანკირ-უშიშროება-ჩხარტიშვილის პარტიები. თავს ვხრი ჩვენი მომხრეების წინაშე რომელთა მუხტიც ადრე თუ გვიან გადაარჩენს ამ ქვეყანას თუ მას გადარჩენა უწერია”,- წერს შალვა ნათელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner