„თუ იცით, ეს რა არის?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე წერს და აქვე ფოტოებს აქვეყნებს.
„მალე ახალი ქარი დაუბერავს ჩვენს ქვეყანაში!!!" - წერს კალაძე.
ირკვევა, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოში ქარის ენერგიის ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის გამოყენება დაიწყება, რისთვის საჭირო აპარატურაც უკვე შემოტანილია.