logo_geo
eng_logo
ტარიელ ხარხელაური: ბოდიში უნდა მოვუხადო თამაზ მეჭიაურს...
- +

6 ოქტომბერი. 2021. 12:44

 

 

პოეტი ტარიელ ხარხელაური პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურს ბოდიშს უხდის და წერს:

 

„ბოდიში უნდა მოვუხადო თამაზ მეჭიაურს...

 

რომ არა ჩემი და ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნა, ის ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა...

 

ჩემო თამაზ! მიმაჩნდა და დღესაც ამ აზრზე ვარ, რომ თიანელების, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მძიმედ გასაწევ ჭაპანს შენნაირად, ჯერჯერობით, ასე ერთგულად ვერავინ გასწევს, რაც არ უნდა რიხიანი იყოს დაპირებები... არადა, მარტო დაპირება წყლისთვის განდობილი სიზმარია, თუ რესურსი კაცობისა მოიკოჭლებს.

 

ჩემო თამაზ, ჩემო მეგობარო! შენ მართალი იყავ! - თიანელების უმრავლესობას თიანეთსა და საქართველოზე შენნაირად უზომოდ შეყვარებული კაცების ხელისუფლებაში მოსვლა, როგორც ვხედავ, მართლა არ ეპიტნავებათ, გულზე მალამოდ არ ედებათ...

 

სამწუხაროდ, თიანეთი მიეჩვია მღვრიე, ქაოსურ ცხოვრებას. დასანანია, რომ არც სურვილი და არც მცდელობა არ ჩანს ამ სამღვრივოდან თავის დაღწევად.

 

კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ იმ ახირებისთვის, ჩვენი გაცამტვერებული თავდაჯერებისთვის, რომლითაც შენ ეს საჭოჭმანო ნაბიჯი გადაგადგმევინეთ...

 

როგორც დიდი ვაჟა ამბობს:

 

„ვაჰმე რა უგზოდ დავდივართ, ვაჰმე რა ძაან ბნელაო“...

 

და კიდევ ერთხელ ვხვდები ამ ლექსის ყავლგაუსვლელობას:

 

- ბღავილი ამყვა ამ დილით გამოღადრული ყელის,

ქართველობაა ადვილი, არაგველობა ძნელი...

შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი, როგორც ნარწყევი გველის,

წიწამურია ადვილი, ილიაობა ძნელი...

ან კი ვის რაღად ვემდური, ამას დუშმანიც გვამჩნევს,

სხვის ომში გამარჯვებულებს, საკუთარ ომში ლაჩრებს...

ვერ მიერთგულე ვერასდროს დადედლებულო გულო,

სხვათა ომების ბელადო, შენი მამულის წყლულო...

ფიქრო ეჭვებით დაღლილო, ცავ დაბზარულო ცრემლით.

ბაზალეთია ადვილი, დიდგორი არის ძნელი...

ბუბუნით წამცდა იორი, ოდნავ ამართა წელი -

ტახტზე ფიქრია იოლი, დავითობაა ძნელი...“

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner