logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ორი დღეა, ვისმენთ პრეზიდენტის არაადეკვატურ განცხადებებს
- +

27 ივლისი. 2016. 11:12


„პრეზიდენტი ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია განახორციელოს, რაზეც დგას ჩვენი სამშობლო",-  ამ სიტყვებით აფასებს ვიცე­პრემიერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოჯახის წევრთან მიმართებაში განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.


 „მე მესმის, დღეს რთულია საუბარი ზნეობაზე, მორალზე, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართული, მაგრამ ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა უნდა მოვახერხოთ ამისგან თავის დაღწევა. ორი დღეა, ვისმენთ პრეზიდენტის არაადეკვატურ განცხადებებს, აშკარად ჩანს, რომ ის ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია განახორციელოს, რაზეც დგას ჩვენი სამშობლო. აშკარად ჩანს, რომ ის არის დაბნეული იმ რეაქციების გამო, რაც საზოგადოებაში მოჰყვა მის განცხადებებს, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ კორცხელის ინციდენტი დააკავშიროს ჩემთან. მარგველაშვილი ყოველთვის საუბრობს, რომ არ არის არც „ნაცონალური მოძრაობის" და არც „ქართული ოცნების" კანდიდატი, მაგრამ მისი განცხადებები არის „ნაციონალების" ციტირება და არ მახსოვს, გაეკეთებინოს განცხადება კარალეთში მომხდარ ინციდენტთან და იმ ზონდერებთან დაკავშირებით, რომლებიც საშინელ დღეში აგდებდნენ ადამიანებს წლების განმავლობაში", - განაცხადა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner