2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დღეს, რამდენიმე წუთის წინ ტელევიზიით ვნახე და მოვისმინე ინფორმაცია, სადაც ია მეტრეველი და ლია კრიალაშვილი ადანაშაულებენ მიშა სააკაშვილს მათი შვილისა და ძმის მკვლელობაში. მე, ჯამბულ გამცემლიძე, ვუერთდები მათ ბრალდებას და ვაცხადებ, რომ მალე შევუერთდები.
დიახ, მიშა სააკაშვილია ის ჯალათი, ვინც ამდენი ახალგაზრდა გაისტუმრა საიქიოში. არ მითხრათ ახლა, რა შუაშია მიშაო. მაშინ, როცა სადილის საჭმელად ვერ მიდიოდნენ შესვენებისას მავანნი, მიშას გარეშე და მისი ხელდასხმის გარეშე ასე უმოწყალოდ დახოცავდნენ ქუჩაში საჯიშე ბიჭებს ? დიახ, მან უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე..
ახლა კიდევ ეს არანორმალური ქალი გაჰკივის, ოცდაათ რიცხვამდე რატომ უნდა იჯდეს მიშაო. ერთი ჩვენ შვილებს ჰკითხე, უნდათ იქ ყოფნა, სადაც არიან?“ - წერს ჯამბულ გამცემლიძე.