„ვის გჯერათ, მიშასნაირი გაუმაძღარი მადის მქონე კაცის შიმშილი?! ვისაც მისი ჭამა უნახავს, ამ „ფეიკ-შიმშილობას“ რა დააჯერებს?! რაც შეეხება ლომკების გამო ავადმყოფობას, არავინ გაბედოს კოკაინის მიცემა. ჩაძაღლებულა ლომკებში“, - ამის შესახებ პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი სოციალურ ქსელში წერს.
„შიმშილობსო... ის ასიათასობით პატიმარი გაიხსენეთ, გრანტის მიღების გამო რომ გამოამწყვდიეს მაგან და ბოკერიამ ციხეებში და თან რა პირობებში?! რაც მაგან ხალხი აშიმშილა, უმუშევრად დატოვებით და კბილების დაძრობით... არსებამ, რომელმაც ქართული მიწები უცხოელებს მიჰყიდა, ომი წამოიწყო და საქართველოს 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს. თბილისი ბეტონის ქალაქად აქცია, ასობით უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ახლა ვის აცოდებს თავს შიმშილობით?! მაგის გლიცერინის ცრემლიც კარგად გვახსოვს ჩვენ!!!
თუ ეს „ფეიკ-შიმშილობა“ საერთაშორისო თანამეგობრობაზეა გათვლილი, საზოგადოებას პარლამენტთან ოპოზიციის შიმშილობაც ახსოვს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო და ვინ რა ყურადღება მიაქცია?! არა, მიაქცია და თან როგორ - გამთენიისას დაარბია სააკაშვილმა. მერე ხელებაწეული, უიარაღო მიტინგი დაარბია 7 ნოემბერს. გაზითაც დაგვწამლა. აკრძალული აკუსტიკური იარაღიც გამოიყენა და ახლა თურმე შიმშილობს ბიჭი?! მართლა ბნელა?!“ - წერს ბაია ამაშუკელი.