logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური პროკურატურამ დაიბარა
- +

27 ივლისი. 2016. 11:16


პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.

„ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მინდია გოგოჭური უწყებაში 15:00 საათზე, მოწმის სახითაა დაბარებული.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner